Friday, 26 October 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  გეგმის  ფორმა
მასწავლებლის სახელი გვარი:ხალიანა ოქროსიშვილი

სწავლების საფეხური/ კლასი:საბაზო,   VIIკლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა:27
გაკვეთილის  თემა:„მოგზაურობა აფრიკაში’’ნ.შატაიძე
გაკვეთილის  მიზანი:
გამოუმუშავოთ  მოსწავლეებს ანალიტიკური მსჯელობის უნარი და თვითშეფასება
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, გამოკვეთავენ მათთვის საინტერესო წინადადებას, წარუდგენენ აუდიტორიას და კლასის წინაშე  აყალიბებენ საკუთარ აზრს.

ქართ.

. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;
        საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
        ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;’
        “გმირის დახასიათების რუკის” შედგენა;
        გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
        პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
        ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;




N
აქტივობის 
აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო
რესურსები
დრო
I
საშინაო დავალების შემოწმება  და  შეფასება.  ვაჩვენებ ფაილს, რომელშიც გამოყენებულია სურათები, სადაც მოსწავლეები ამოიცნობენ  აფხაზეთს ომამდე და ომის შემდეგ

მოსწავლეები გაეცნობიან აფხაზეთის მდებარეობას სურათებით
კითხვა -პასუხი,მინი ლექცია
ინდივიდუალური მუშაობა’მთელი კლასი
სახელმძღვანელოwordi-ის
დოკუმენტი
რესურსი
5 წთ




5 წთ..
2
კითხვისათვის მზადება-სტრატეგია “ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე”კლასს წინასწარ ვაცნობ, რომ ტექსტში აღწერილი მოქმედება ძირითადად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-აფხაზეთში მიმდინარეობს. კლასს ვყოფ წყვილებად და ვავალებ, 4 წუთის  განმავლობაში ჩამოწერონ ყველაფერი,რაც იციან საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიის შესახებ. დაფაზე ვხაზავ სქემას:ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე. ვთხოვ მოსწავლეებს პარტნიორთან გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. საუბრის დამთავრების შემდეგ გრაფაში ’’ვიცი’’ ჩაწერონ ის საკითხები, რომელთა შესახებ, მათი ცოდნა ძირითადად ერთმნეთს ემთხვევა. შემდეგ კი ვთხოვ ჩამოაყალიბონ კითხვები იმ საკითხის შესახებ, რომლებშიც არ არიან დარწმუნებული, ეს კითხვები შეიტანონ სვეტში ’’მინდა ვიცოდე’’. გრაფა “ვისწავლე”შეივსება ბოლო გაკვეთილზე, მთლიანი ტექსტის დამუშავების შემდეგ.
მინი ლექცია,წყვილებში მუშაობა,სქემაზ
ე მუშაობა,
“ვიცი”, “ვისწავლე”,”მინდა ვიცოდე”.
წყვილებში მუშაობა,ჯგუფებში მუშაობა
დაფა,პროექტორი დისკი,პლაკატი
10წთ.
3
ტექსტის კითხვა
.ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ”კომენტირებული კითხვა”
მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ  პირობით ნიშნებს, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ამ დროს(შეიძლება გავაკრათ დაფაზე პლაკატის სახით)
ამგვარი მუშაობა შეიძლება ჩავატაროთ როგორც ინდივიდუალური,ისე წყვილებში კითხვის პროცესში. ტექსტის წაკითიხვისა და დამუშავების შემდეგ ამ ცხრილს საბოლოო სახე მივცეთ.
პირობითი ნიშნების გამოყენება:V”-”რაც უკვე იცოდნენ მოცემული საკითხის შესახებ,”-”-მათი აზრის საპირისპირო ინფორმაცია;”+”-ახალი ინფორმაცია;”?”-რაც ვერ გაიგეს.
ინდივიდუალური მუშაობა,მთელი კლასი
სახელმძღვანელო, დაფა,პლაკატი.
10 წთ.
4
ტექსტის გააზრება.
ტექსტის გაგება-გააზრების მიზნით სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ დამატეითი კითხვებიც.
-ვინ და ვინ არიან ამ ნაწარმოეის მოქმედი პირები? რომელია მათ შორის მთავარი გმირი? არამთავარი? სად ცხოვრობენ,რითი ირჩენენ თავს? ვინ ზრუნავს მათზე? საქართველოს რომელი კუთხიდან არიან ისინი? რა აერთიანებთ მათ? რატომ სურს მას აფხაზეთში დაბრუნება? საქართველოს რომელი ქალაქებია/დაბებია ტექსტში ნახსენები? როგორ არის აღწერილი ომამდელი აფხაზეთის ცზოვრება? შედარეთ ერთი ქართული ოჯახის ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ...
კითხვა პასუხი,ინდივიდუალური მუშაობა.ააგონ წერილობითი ტექსტი
პრეზენტაცია,
გმირის დახასიათების რუკა.პერსონაჟთა მეტყველებაზე დაკვირვება და ტექსტის ენობრივ მხარეზე დაკვირვება.
მთელი კლასი,ინდივიდუალური მუშაობა
სახელმძღვანელო ,ვიზუალური მასალა
საპრეზენტაციო ფაილი
10 წთ.
5
საშინაო დავალება. პირველი ნაწილის მიხვედით ააგონ წერილობითი ტექსტი:”მიუსაფარი ბავშვების ცხოვრება”.

ააგონ წერილობითი ტექსტი
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო.
5 წთ.


No comments:

Post a Comment