1. პროექტის სახელწოდება:კრიტიკა და კრიტიკოსები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით : მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ კრიტიკას და კრიტიკის დამფუძნებელს ილია ჭავჭავაძეს.
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან
ქართველ კრიტიკოსებს და მათ მოღვაწეობას საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში
4. პროექტის მიზნები: მე -19 საუკუნის ლიტრატურული კრიტიკა , კრიტიკის ფუძემდებელი,კრიტიკული აზრის უქონლობა,თანამდროვე ლიტერატურული კრიტიკა და კრიტიკოსები.
5. მონაწილეთა ასაკი :მე-8 კლასი. 14წ.
6. ვადეკბი/ხანგრძლივობა:სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ლიტერატურულ კრიტიკოსებზე, გამოყოფენ სახასიათო შტრიხებს, განიხილავენ მათ მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ პუბლიკაციებს, აქცენტს აკეთებენ კონკრეტული კრიტიკული წერილის შედეგიანობაზე .ადარებენ ძველი დროის ლიტერატურულ კრიტიკოსებს და ანალიზს უკეთებენ თაობებს შორის განსხვავებულ მიდგომებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:თემატური ბლოგები, ფოტოალბომი, სლაიდები, ჩანახატები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების, ლიტერატურის საშუალების გამოყენებით პროექტის განხორციელებისათვის იძიებენ აუცილებელ მასალას კერძოდ,ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას და მის მოღვაწეობას.აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ილია აღნიშნავს კრიტიკის აუცილებლობას, "ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკული აზრის უქონლობა იმოდენა შესამჩნევია ჩვენში,რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა, ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკული აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა."აღსანიშნავია ისიც თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს კრიტიკის არსებობამ ,რატომ უნდა "ვუძრახოთ მოყვარეს პირში" ანუ ვიყოთ კრიტიკოსები?, მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა, პასიური და აქტიური მონაწილის გამოვლენა და შემდგომი ეტაპის სამოქმედო გეგმის დასახვა, მუშაობის პროცესში მოპოვებული მასალებით ფოტო-ალბომების , სლაიდების შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული და ისტორია
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ხალიანა ოქროსიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xalianaokrosishvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://kalianaokrosishvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment